Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მეექვსე დღე


      ნაყოფიერი და შრომატევადი დღე გამოვიდა.მოვამზადე მოსწავლის ნაშრომები.
პრეზენტაცია ;სიამოვნებით გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე; კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,მადლობა ხათუნა!
ველოდები კოლეგებისაგან და ჯგუფის წევრებისაგან კომენტარებს და შეფასებებს;

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია

Saturday, March 30, 2019

პროექტის მეხუთე დღე

დღეს ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად.როგორ დავიცვათ მოპოვებული ინფორმაციის საავტორო უფლებები.
ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის გამოქვეყნება.გავეცით უკუკავშირი გამოქვეყნებულ პრეზენტაციებზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

     მეტად ნაყოფიერი და საინტერესო დღე მქონდა. გავეცანი და ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს;  ვისწავლე შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად; დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება სასწავლო პროექტისა.
უღრმესი მადლობა შესანიშნავ ქალბატონს,  საუკეთესო ტრენერსა და პოზიტიურ ადამიანს. 

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე მშობლის ბროშურის შექმნაზე.
დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა
ჩავწერე მიზანი და მისაღწევი შედეგები;
მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი.

Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე



სასწავლო პროექტი ხელს უწყობს წარმატების მიღწევას მასწავლებელზე ორიენტირებულ გარემოში. სამიზნე ჯგუფად მოიაზრება ,როგორც მოსწავლეები,ასევე მშობლები.მათ ვუხსნი პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი,თუ როგორ აკმაყოფილებს პროექტი სასწავლო სტანდარტებს.                                                                                                         გადავწყვიტე მომემზადებინა ბროშურა მშობლებისათვის. ტრენერის დახმარებით  შევძელი ბროშურის ნიმუშის დამზადება და ჩამოტვირთვა.

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

  გავეცანით მოდულის შინაარსსმიმიზნებსა და ამოცანებს.ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ვისაუბრეთ თუ როგორ დაეხმარება ასეთი სწავლება მოსწავლეს 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენი საქაღალდეები პორთფოლიოსთვის და შევინახე რესურსების საქაღალდეში საჭირო მასალა.ასევე შევქმენი ტრენინგისთვის ბლოგი.